“ნაპოლიმ”, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, იტალიის სერია A-ში 4-მატჩიანი მოუგებელი (3 მარცხი და 1 ფრე) სერია შეწყვიტა. მე-20 ტურში ვალტერ მაცარის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო ადგილოსსანი “სალერნიტანა” მიიღო და სამი ქულის აღება გაუჭირდა.
სტუმრები 29-ე წუთზე კანდრევამ დააწინაურა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამტებულ წუთზე საპასუხო ბურთი პენალტიდან პოლიტანომ გაიტანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე კვარაცხელიამ რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, როდესაც მეკარესთან პირიპირ დარჩენილმა დაარტყა და ოჩოამ ბურთი ფეხით მოიგერია. სამი წუთის მერე “ნაპოლიდან” თავი რაჰმანიმ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქირა. დამატებულ მე-10 წუთზე არბიტრმა კვარაცხელიას ყვითელი ბარათი აჩვენა. საქართველოს ეროვნული გუნდის ლიდერისთვის მიმდინარე სეზონში ეს ყვითელი ბარათი მეხუთეა და ის 28 იანვარს იტალიის ჩემპიონატში რომის “ლაციოსთან” შეხვედრას გამოტოვებს. “ნაპოლი” 31 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. ნეაპოელელბი მომდევნო თამაშსს 18 იანვარს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში ფლორენციის “ფიორენტინასთან” ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





