ქვილითაიას და დვალის გუნდის წაუგებელი სერია შეწყდა

0
53

აპოელის, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ფორვარდი გიორგი ქვილითაია და მცველი ლაშა დვალი გამოდიან, კვიპროსის ჩემპიონატში 6-მატჩიანი (5 გამარჯვება და 1 ფრე) წაუგებელი სერია შეწყდა.
მე-19 ტურში აპოელი სტუმრად ახნას “ეთნიკოსს” შეხვდა და 1:2 დამარცხდა. დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გუნდის კაპიტანი ქვილითაია განაცხადში არ იყო. მასპინძლებიდან 50-ე წუთზე ანგარიში კაბრერამ გახსნა, რომელმაც 6 წუთში მეორე გოლი გაიტანა. სტუმრებიდან მეტოქის კარი მე-60 წუთზე ტომანემ აიღო.
აპოელი 42 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და ლიდერ “ანორთოსისს” 5 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი