საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელიც გიორგი ჩიტაურის ხელმძღვანელობით ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის ემზადება, იანვარში ორ ამხაანგურ მატჩს ჩაატარებს. ჩიტაურის ბეგირდები ნიქოზიაში ადგილობროვ თანატოლებ 16 და 18 იანვარს დაუპირიპირდებიან.
მომავალი შეხვედრებისთვის ჩიტაურმა შემდეგი მოთამაშეები გამოიძახა:
მეკარეები: საბა ასანიძე (სულაქველიძის აკადემია), გიორგი ყავლაშვილი (როიალ ანტვერპენი).
მცველები: საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიგი გლუნჩაძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (საბურთალო), დაჩი გოგოლი დაჩი, გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), შოთა დიაკონიძე (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ნიკოლოზ სურგულაძე (საბურთალო), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ელისაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა წულაია (დინამო თბილისი), რევაზ დანელია(დინამო თბილისი), დავით გოგილაშვილი (საბურთალო), ლუკა ლაშხია (მარტვილი მერანი), საბა ნიორაძე (სელერო), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი).
თავდამსხმელები: ვახტანგ სალია (დინამო თბილისი), ჰალიდ დოლტმურზიევი (ბრიუგე, ბელგია), გიორგი მჟავანაძე (საბურთალო).
17-წლამდელები ელიტ რაუნდში თურქეთს, დანიას და სერბეთს შეხვდებიან. ჯგუფის მატჩებს 20-დან 26 მარტის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ჯგუფების გამარჯვებულები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი შეძლებს.
ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდი
20 მარტი | საქართველო V სერბეთი
23 მარტი | საქართველო V თურქეთი
26 მარტი | საქართველო V დანია
ლაშა თაბაგარი





