„ნაპოლის“ ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ის კლუბები დააახელა, რომლებშიც მისი კლიენტი თამაშს დათანხმდებოდა.
„ხვიჩა საუდის არაბეთში ტრანსფერს არ დათანხმდებობდა, მილიარდი ევროც რომ შეეთავაზებინა. მაგალითად, ის ნამდვილად დათანხმდებოდა „რეალში“, „ბარსელონაში“, „ბაიერნში“ ან „მანჩესტერ სიტიში“ თამაშს. ხვიჩას სხვაა სურვილი და მიზანი აქვს. მას წარმატების მიღწევა სურს და უკვე აღწევ კიდეც“ – იუწყება ჯუღელის ნათქვამს ინტერნეტგამოცემა Goal.
22 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 25 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
