ბათუმელები ცხრა მოთამაშეს შეელიენ

0
47

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული სეზონის გამარჯვებულმა ბათუმის “დინამომ” კონტრაქტი აღარ გაუგრძელ შვიდ ფეხბურთელს – საშა ბალიჩს, გიორგი რეხვიაშვილს, თორნიკე კაპანაძეს, მათე ვაწაძეს, გიორგი ბეგაშვილს, ალექსანდერ იაკობსენს, გრიგოლ ჩაბრაძეს, გიორგი ზარიას და ანტონ ჩიჩკანს. ამის შესახებ ბათუმელთა პრესსამსახური იუწყება. მანამდე, “დინამო” ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა დატოვა, რომელიც გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
შეგახსენებთ, რპ, „დინამომ“ თბილისის „დინამოდან“ განელი ნახევარმცველი ოსეი ბარნსი დაიმატა, ხოლო გორის „დილადან“ – ბრაზილიელი ნახევარმცველები ალეფ სანტოსი და ვანდერსონ სილვა, ასევე სენეგალელი ონორე გომისი. ასევე, ქვეყნის ჩემპიონში სერბი მცველი ბოიან მლაადოვიჩი ითამაშებს. ბათუმელებს მეკარე ლუკა ხარატიშვილი დაუბრუნდათ.
ლაშა თაბაგარი