ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის პაოლო მალდინის შვილი დანიელ მალდინი მიმდინარე სეზონს „,მონცაში“ დაასრულებს.
„მილანმა“ 22 წლის ნახევარმცველი სეზონის პირველ ნახევარში „ემპოლიში“ გაანათხოვრა, სადაც მას იტალიის სერია A ჩატარებულ 7 მატჩში გოლი არ გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია.
დანილე მალდინი „მილანში“ 2019-2020 წლების სეზონიდან ირიცხება და ყველა ტურნირში ჩატარებულ 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მან გასული სეზონი „სპეციაში“ გაატარა, რომლის რიგებში 19-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





