ჩეხეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ივან ჰაშეკი გაწვრთნის. 60 წლის სპეციალისმა კონტრაქტი 2025 წლის ნოემბრამდე გააფორმა ანუ როდესაც მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დასრულდება. მასთან თანამშრომლობა იმ შემთხვევაში გაგრძელდება თუ ჩეხებს აშშ-ში, კანადაში და მექსიკაში გასამართ მუნდიალზე გაიყვანს.
ჰაშეკი ჩეხებს ერხელ უკვე წვრთნიდა – 2008 წელს, ხოლო ბოლოს ლიბანის ეროვნულ გუნდს ავარჯიშებდა. მან იაროსლავ შილგავი შეცვალა, რომელმაც გუნდის ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე გაყვანის შემდეგ მოულოდნელად თანამდებობა დატოვა.
ცნობისთვის, ივან ჰაშეკი ჩეხეთის ჰოკეისტთა ეროვნული გუნდის და სტენლის თასის ორგზსი მფლობელის ლეგენდარული დომინიკ ჰაშეკის ბიძაშვილია.
ლაშა თაბაგარი





