ნიკოლა კალინიჩი ნახევარი წლის შემდეგ სპლიტის „ჰაიდუკში“ დაბრუნდა. ხორვატიის ეროვნული ნაკრების 35 წლის ექსფორვარდმა მშობლიურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. მისი ხელფასი თვეში 1 ევრო იქნება.
კალინიჩს 2023 წლის ზაფხულში „ჰაიდუკთან“ კონტრაქტი დაუმთავრდა და მას მერე უგუნდოდ იყო. მან გასულ სეზონში სპლიტელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 18 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. კალინიჩი „ჰაიდუკის“ გარდა კარიერის განმავლობაში „ბლექბერნში“, „დნიპროში“, „ფიორენტინაში“, „მილანში“, მადრიდის „ატლეტიკოში“ და „ვერონაში“ გამოდიოდა. მან კარიერის განმავლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 516 მატჩში 174 გოლი გაიტანა. ის ხორვატიის ეროვნული გუნდის ღირსებას 2008-2018 წლებში იცავდაა და 42 თამაშში მეტოქეთა კარის 15-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





