მბაპე: „ჩემს მომავალთან დაკავშირებით არაფერი გადამიწყვეტია“

0
56

კილიან მბაპეს თავის მომავალთან დაკავშირებით ჯერ არაფერი გადაუწყვეტია. პსჟ-ს თავდამხმელმა ამის შესახებ საფრანგეთის სუპერთასის მატჩში „ტულუზასთან“ 2:0 მოგებული შეხვედრის მერე განაცხადა.
„ჩემი მომავალი? ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. 2022 წელს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მაისამდე არაფერი ვიცოდი. ახლა რომ ვიცოდე რით უნდა დავკავდე, გადაწყვეტილების მიღებას არ დავახანებდი. ამას აზრი არ ექნებოდა“ – ციტირებს საფრანგეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელს ესპანური გამოცემა AS.
მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2024 წლის მაისში უმთავრდება და მას ამჟამად ნებისმიერ კლუბთან წინაწარი კონტრაქტი გაფორმება შეუძლია. ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ ოფიციალური წინადადებით მბაპეს უკვე მიმართა და საბოლოო პასუხის გასაცემად ვადა იანვრის შუა რიცხვებმდე დაუწესა.
ლაშა თაბაგარი