“პარი სენ ჟერმენმა” 2024 წელს პირველი ტიტული მოიგო. “პარკ დე პრენსზე” საფრაანგეთის სუპერთასისთვის გამართულ მატჩში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა პარიზელებმა თასის მფლობელი “ტულუზა” 2:0 დაამარცხეს. მატჩის მე-3 წუთზე ანგარიში კანინ ლიმ გახსნა, ხოლო პირველი ტაიმის დასრულებამდე წუთით ადრე კილიან მბაპემ მეტოქის კრი მეორედ აიღო.
პსჟ-მ არსებობის ისტორიაში საფრანგეთის სუპერთასი მეთორმეტედ მოიგო და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია.
25 წლის მბაპე პსჟ-ს ყველა დროი საუკეთესო ბომბარდირი გახდა “პარკ დე პრენსზე” გატანილი გოლების რაოდენობით. მან პარიზელთა საშინაო არენაზე მეტოქეთა კარი 111-ჯერ აიღო და ურუგვაელი ედინსონ კავანი რეკორდი გააუმჯობესა, რომლის ანგარიშზე 110 გოლია.
ლაშა თაბაგარი




