გიორგი ჩაკვეტაძე “უოტფორდის” სასტარტო შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში მესამედ მოხვდა, ხოლო საშინაო თამაშში – პირველად. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის ნახევარმცველის გუნდმა 2023 წელს ბოლო მატჩი ჩემპიონშიფის 25-ე ტურში შინ “სტოკ სიტისთან” ჩაატარა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ჩაკვეტაძემ მოედანზე 79-ე წუთი გაატარა და შეცვლამდე 7 წუთით ადრე ყვითელი ბარათი მიიღო. მასპინძლებიდან ანგარიში მე-15 წუთზე ლივემორმა გახსნა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი 34-ე წუთზე მაემ გაიტანა. ჩაკვეტაძე “უოტფორდში” სადებიუტო სეზონს ატარებს და ჩემპიონშიფში ნათამაშებ 19 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. “უოტფორდს” 35 ქულა აქვს და 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თანაგარი





