ლონდონის „ტოტენჰემს“ მეკარე უგო ლორისი MLS-ის კლუბ „ლოს ანჯელესში“ გადასვლასთან ახლოსაა, იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. 37 წლის ფრანგი ფეხბურთელი „ტოტენჰემიდან“ წასვლას 2024 წლის იანვარში გეგმავს და ინგლისური გუნდის ხელმძღვანელები ამას არ ეწინააღმდეგეება.
ლორისი „ტოტენჰემში“ 2012 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში 447 მატჩი ჩაატარა. მან მიმდინარე სეზონში ლონდონელთა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ის ბოლოს „ტოტენჰემის“ თერთმეტეულში აპრილში მოხვდა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულმდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი





