ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დირკ კიუიტი ბელგიის რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე “ბეერსხოტს” გაწვრთნის. მან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. 16 ტურის მერე “ბეერსხოტი” სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ “ზიულტე ვარეგემს” დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება.
ბელგიაში სამუშაოდ წასვლამდე, ბოლოს კიუიტი სამშობლოში “დენ ჰააგს” ავარჯიშებდა, სადაც 2022 წლის ივნისიდან ნოემბრამდე მუშაობდა.
ლაშა თაბაგარი





