„ნოტინგემს“ ახალი მწვრთნელი ეყოლება

0
77

ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსადიერ „ნოტინგემ ფორესტს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნოტინგემელებს 49 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის ნუნუ ეშპირიტუ სანტუ გაუძღვება. ის სტივ კუპერს შეცვლის, რომლის თავკაცობით გუნდმა 14 ქულა დააგროვა და პრემიერლიგაში მე-17 ადგილზეა.
ნუნუ ეშპირიტუ სანტუ ბოლოს საუდის არაბეთის „ალ იტიჰადს“ წვრთნიდა, რომლიდაან ნოემბერში დაითხოვეს.
ასევე, ის კარიერის განმავლობაში „რიუ ავეს“, „ვალენსიას“, „პორტუს“, „ვულვერჰემპტონს“ და „ტოტენჰემს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი