ვალტერ მაცარი: „მიხარია რომ ოსიმენმა და კვარამ გაიტანეს“

0
58

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი გახარებულია, რომ იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში შინ „კალიარისთან“ 2:1 მოგებულ მატჩში გოლები ვიქტორი ოსიმენმა და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს.
„მიხარია, რომ ოსიმენმა და კვარაცხელიამ გაიტანეს – ისინი ცოტა გაღიზიანებული იყვნენ. მათ სჭირდებოდათ, რომ ისევ იმ გმირებად ქცეულიყვნენ, რომლებიც გასულ სეზონში ტონის მიმცემები იყვნენ.
ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან საჭირო რიტმში დაბრუნება გვჭირებიდა. ჩვენ ხომ „ნაპოლი“ ვართ. დღეს რომ არ მოგვეგო ცუდი სიტუაცია შეიქმნებოდა. რადგან გუნდს თავის შესაძლებლობაში ეჭვი შეეპარებოდა“ – თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.
კვარაცხელიამ გასული სეზონიდან მოყოლებული იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 49 მატჩში გოლ+პასის სისტემით 30 ქულა დააგროვა – 17 გოლი გაიტანა დაა 13 საგოლე პასი გააკეთა. 2004-2005 წლების სეზონისდან მოყოლებული, როდესაც ასეთი სტატისტიკის წარმოება დაიწყო, კვარაცხელიაზე ახალგაზრდა მხოლოდ ორი მოთამაშე იყო, რომელტაც სერია A-ში ჩატარებულ 50 მატჩში 30 ან მეტი ქულა დააგროვეს – დომენიკო ბერარდი (31 ქულა 42 თამაშში) და ალეშანდრე პატო (30 45 თამაშში).
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში იტალიის პირველობაზე 15-ჯერ ითამაშა და 5 გოლთან ერთად 3 საგოლე პასი მიითვალა.

ლაშა თაბაგარი