ბუდუ ზივზივაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „კარლსრუეში“ მუდმივ სათამაშო პრაქტიკას იმსახურებს. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-17 ტურში კარლსრუელებმა სატურნირო ცხრილში მათზე მაღლა მყოფი „ელვერსბერგი“ მიიღეს და 3:2 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-16 წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, თანაგუნდელის მიერ მარცხენა ფლანგიდან გაკეთებული პასის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა დ შემოტრიალებით ზუსტად დაარტყა – 2:0. მან ბოლო ოთხ შეხვედრაში თავი ოთხჯერ გამოიჩინა. საერთო ჯამში, ამ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 16 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო. 53-ე წუთზე მოედნის ცენტრიდან პარტნიორის გადაცემის მერე ზივზივაძე სტუმართა საჯარიმოში შეიჭრა და მისი დაარტყა – მეკარის მოგერიებულს მატანოვიჩმა დაამატა – 3:1. „ელვერსბერგის“ ფეხბურთელებმა გოლი 29-ე და 63-ე წუთზე გაიტანეს.
„კარლსრუე“ ზამთრის შესვენებაზე 21 ქულით და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში დაკავებული მე-12 ადგილით წავიდა. ზივზივაძის გუნდი ჩემპიონატში მომდევნო თამაშს 19 იანვარს სახლში „ოსნაბრუკთან“ ჩაატარებს.
ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-16 ტურში ამსტერდამის “აიაქსი” შინ “ზვოლეს” 2:0 უგებდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღო – 2:2. საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე “აიაქსის” თადარიგში იყო და არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი





