მიმდინარე სეზონში „სევილიას“ ხელმძღვანელებმა მეორე მწვრთნელი დაითხოვეს. სეზონის გუნდმა ხოსე ლუის მენდილიბარის ხელმძღვანელობით დაიწყო, რომელიც ოქტომბერში ურუგვაელმა დიეგო ალონსომ შეცვალა. ამჯერად, კარისკენ ალონსოსაც მიუთითეს, რადგან მისი ხელმძღვნალობით გუნდმა ჩატარებული 14 მატჩიდან 2 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 7 წააგო.
ალონსო 16 დეკემბერს ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურში საკუთარ მოედანზე „ხეტაფესთან“ 0:3 წაგების მერე გაუშვეს. „სევილია“ ესპანეთის ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა. გარდა ამისა, გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში, სადაც 2 ქულით B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ევროთასებს გამოეთიშა.
ლაშა თაბაგარი





