კუტალია და „ალაშკერტი“ გაიყარნენ

0
81

ლევან კუტალიამ ერევნის „ალაშკერტი“ დატოვა. 34 წლის ქართველი თავდამსხმელი სომხურ გუნდს მიმდინარე სეზონის დაწყებამდე შეუერთდა და 19 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ის სომხეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებში მესამე ადგილზეა.
კუტალიამ გასული სეზონი ისრაელის უმაღლესი ლიგის კლუბ თელ-ავივის „ნეს ციონაში“ გაატარა, სადაც 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ის კარიერის განმავლობაში  “ზუგდიდში”, ბოსნიის “სლავიასა” და “ზრინსკიში”, “ზესტაფონში”, “შუქურაში”, მარტვილის “მერანში”, “ოდიშში”, “ტორპედოში”, თბილისის “დინამოში”, ყაზახურ “ირტიშში”,  თელ-ავივის “ჰაპოელში” და “ჰაპოელ უმ ალ-ფამში” თამაშობდა.
კუტალია 2019 წელს „დინამოს“ მაისურით გატანილი 20 ქულით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ლაშა თაბაგარი