კვერკველია ისევ შეუცვლელია, გელაშვილი თადარიგში დატოვეს

0
46

„ალ ახდუდმა“, რომელშიც სოლომონ კვერკველია გამოდის, საუდის არაბეთის უმაღლესი დივიზიონის მე-17 ტურში „ალ ტაი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა წინა ტურისგან განსხვავებით შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი რუმინელმა ნახევარმცველმა ფლორინ ტანასემ გაიტანა. „ალ ახდუდს“ 16 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
იტალიის სერია B-ს მე-17 ტურში „სპეციამ“, რომლის შემადგენლობაში ივა გელაშვილი ირიცხება, „ბარი“ მიიღო და 1:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი მასპინძლების განაცხადში იყო, მაგრამ არ ათამაშეს. „სპეცია“ 16 ქულით 20 გუნდში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი