მიქაუტაძემ “აიაქსში” ითამაშა

0
47

გიორგი მიქაუტაძემ დიდი პაუზის შემდეგ ამსტერდამის “აიაქსში” ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი “აიაქსის” მაისურით მოედანზე 25 ნოემბრის შემდეგ პირველად გამოჩნდა. თუმცა, იმდენად ცოტა დრო მისცეს, რომ ბურთს ხეირიანად არც შეხებია. ევროპა ლიგის B ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში “აიაქსმა” შინ ათენის აეკ-ს 3:1 სძლია, ხოლო მიქაუტაძე თამაშსი 86-ე წუთზე ჩაერთო.
“აიაქსიდან” მე-5 წუთზე ანგარიში აკპომმა გახსნა, სტუმრებიდან მე-11 წუთზე საპასუხო ბურთი ლეონ გარსიამ გაიტანა. მე-20 წუთზე ტეილორმა “აიაქსი” წინ გაიყვანა, 56-ეზე კი აკპომმა დუბლი მიითვალა. “აიაქსმა” ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და მომავალ წელს კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში გასასვლელად პლეი-ოფში ითამაშებს. ამსტერდამელთა მეტოქე კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილზე გასული ერთ-ერთი გუნდი იქნება, რომლის ვინაობა 18 დეკემბერს გასამართ კენჭისყრაზე გაირკვევა. ჯგუფსი პირველი ადგილი “ბრაიტონმა” დაიკავა, რომელმაც დასკვნით შეხვედრაში შინ “მარსელი” 1:0 დაამარცხა. ფრანგები მეორე ადგილზე გავიდნენ.
ლაშა თაბაგარი