პაპუნაშვილმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

0
50

გიორგი პაპუნაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში გოლი ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. მე-17 ტურში განჯის „ქიაფაზი“, სადაც პაპუნაშვილი და მათე კვირკვია გამოდიან შინ „სუმგაითს“ დაუზავდა – 1:1. პაპუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. 43-ე წუთზე, როდესაც „ქიაფაზი“ 0;1 აგებდა, კვირკვია მეტოქის ნახევარზე მარჯვენა ფლანგზე მცველს გაცდა და პასი პაპუნაშვილს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. მის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 4 გოლია, ხოლო კვირკვია მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა. „ქიაფაზი“ 14 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი