ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის ყველა მონაწილე გაირკვა

0
100

ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების ჯგუფური ეტაპი დასრულდა და 1/8-ფინალის ყველა მონაწილე გაირკვა. შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპი ამ ფორმატით ბოლოჯერ ჩატარდა და მომავალ სეზონში ის იცვლება.
პლეი-ოფში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ: „ბაიერნი“, „არსენალი“, „რეალი“, „რეალ სოსიედადი“, „ატლეტიკო“, დორტმუნდის „ბორუსია“, „მანჩესტერ სიტი“, „ბარსელონა“.
პლეი-ოფში ჯგუფიდან მეორე ადგილით მოხვდნენ:ხვიჩ კვარაცხელიას „ნაპოლი“, დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“., „ინტერი“, პსვ, „ლაციო“, პსჟ, „ლაიფციგი“, „პორტო“.
1/8-ფინალის კენჭისყრა ორშაბათს 18 დეკემბერს შვიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ჩატარდება და თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, ჯგუფურ ეტაპზე ერთად მყოფი გუნდები 1/8-ფინალში ერთმანეთს ვერ შეხვდებიან. გარდა ამისა, ტურნირი ამ სტადიაზე ერთმანეთს ვერ ერთი და იმავე ქვეყნის წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან.
კენჭისყრის დროს ჯგუფების გამარჯვებულები განთესილები იქნებიან, ხოლო მეორეადგილოსნები – განუთესავები. 1/8-ფინალში განთესილები განუთესავებს შეხვდებიან.
1/8-ფინალის პირველი შეხვედრები 13, 14, 20 და 28 თებერვალს ჩატარდება, ხოლო საპასუხო 5,6,12 და 13 მარტს. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2024 წლის 1 ივნისს ლონდონში „უემბლიზე“ შედგება.
ლაშა თაბაგარი