„ანტვერპენის“ ფორვარდი ფრანგებში რეკორდსმენია

0
65

„ანტვერპენის“ ფორვარდი ჯორჯ ილენიხენა ყველაზე ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში გოლი გაიტანა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში „ანტვერპენმა“ შინ „ბარსელონა“ 3:2 დაამარცხა და მსაჯის მიერ მატჩის ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გადამწყვეტი გოლი ილენიხენამ მიითვალა, რომელიც იმ მომენტში 17 წლის და 119 დღის იყო.
ილენიხენას გოლამდე ნახევარი საათთ ადრე რეკორდი პსჟ-ს ნახევარმცველმა უორენ-ზაირ ემერიმ დაამყარა, რომელმაც 17 წლის და 280 დღისამ 58-ე წუთზე დორტმუნდის „ბორუსიას“ (1:1) კარი აიღო.
მანამდე, რეკორდი ქარიმ ბენზემას ეკუთვნოდა. მან 2005 წლის დეკემბერში „ლიონის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაში თავი 17 წლის და 352 დღისამ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი