თეთრაძე: „კვარაცხელიასგან მეორე სეზონში მეტს ელოდნენ“

0
70

თბილისის „საბურთალოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის ომარ თეთრაძის აზრით, გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ თამასა ისეთ სიმაღლეზე ასწია, რომლის შესაბამის თამაშს მიმდინარეში ვერ აჩვენებს.
„ხვიჩა კვარაცხელია ყოჩაღ, კარგი ბიჭია. თუმცა, „ნაპოლიში“ ჩატარებულ მეორე სეზონში მისგან გაცილებით მეტს ელოდნენ, ვიდრე აჩვენებს. მან ძალიან მაღლა აწია თამასა, მაგრამ ამჟამად ასეთ დონეზე ვერ თამაშობს“ – იუწყება თეთრაძის ნათქვამს Sport24.
საქართველოში დაბადებულ-გაზრდილმა თეთრაძემ საფეხბურთო კარიერა საქართველოში დაიწყო, სადაც საბჭოთა კავშირის პირველობაზე თბილისის “დინამოში” ითამაშა, ხოლო საქართველოს ჩემპიონატში ოზურგეთის “მერცხალში”. .
თეთრაძე თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა: იტალიური “რომა”, ბერძნული “პაოკი” და მოსკოვის “დინამო”, ვლადიკავკაზის “ალანია”, სამარას “კრილია სოვეტოვი”. თეთრაძე არის 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე, ხოლო “საბურთალომდე”, ის  “ტობოლში”, “ჟეტისუში”, “ანჟიში”, “ხიმკიში” და “ნიჟნი ნოვგოროდში” მუშაობდა.
ლაშა თაბაგარი