შოთა არველაძემ თურქეთის სუპერლიგის გუნდ „ქარაგიუმრუქში“ პირველი ვარჯიში ჩაატარა. 50 წლის ქართველმა სპეციალისტმა ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ალფარსლან ერდემი შეცვალა.
შოთა თურქეთში დაბრუნებამდე ინგლისის ჩემპიონშიფის “ჰალს” წვრთნიდა, რომლიდან შარშან 30 სექტემბერს დაითხოვეს. მისთვის თურქეთში მუსაობა უცხო არაა, რადგან თავის დროზე “ქაისერისფორს”, “ქასიმფაშას” და “ტრაბზონსფორს” ავარჯიშებდა, მაგრამ შედეგისთვისს არსად მიუღწევია. გარდა ამისა, ის თელავივის “მაკაბის” და ტაშკენტის “ფახთაქორს” თავკაცობდა.
“ქაეაგიუმრუქი” სუპერლიგაში ჩატარებული 15 ტურის შემდეგ 17 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
“ქარაგიუმრუქის” ერთ-ერთ აქციონერი არჩილ არველაძეა. ამ გუნდში რეზო არველაძის შვილი ვატო არველაძე გამოდიოდა 2020-2022 წლებში.
“მიხარია, რომ სამწვრთნელო საქმეს იმ გუნდში დავუბრუნდი, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობია და ვიცი, რისი მიღწევა სურს. მინდა მადლობა ვუთხრა “ქარაგუმრუქის” პრეზიდენტს, სულეიმან ჰურმას ნდობისთვის და რთულ მომენტში ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამ კლუბმა უკანასკნელ 3-4 წელიწადში დიდი გზა გაიარა თურქეთის სუპერლიგამდე და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით მას კიდევ უფრო წარმატებულს გავხდით. გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე ჩავატარე და ვემზადებით უახლოესი მატჩისთვის. ველოდები გულშემატკივართან შეხვედრას და იმედი მაქვს, მათ გახარებას მოვახერხებთ” – დაწერა არველაძემ თავის ფეისბუქის გვერდზე.
ლაშა თაბაგარი





