“ლეიკერსის” კიდევ ერთი ტიტული

0
27

NBA-ის 17-გზის ჩემპიონი “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” კიდევ ერთი ტიტულის მფლობელი გახდა. კალიფორნიელებმა ახლახან დაარსებული შიდასეზონური ტურნირი (NBA-ს თასი) მოიგო. ნევადის შტატის ქალაქ ლას ვეგასში T-Mobile არენაზე გამართულ ფინალურ დაპირისპირებაში “ლეიკერსმა” “ინდიანა პეისეზი” 123:109 დაამარცხა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე (MVP) 39 წლის ლებრონ ჯეიმსი გახდა. ფინალში “მეფემ” 24 ქულა, 11 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ყველაზე მეტი ქულა მატჩში ლეიკერსელმა ენტონი დევისმა დააგროვა, მას ორმაგი დუბლი ჰქონდა: 41 ქულა, 20 მოხსნა და ასევე 5 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
ტურნირის გამარჯვებულის ყველა მოთამაშეს საპრიზო თანხის სახით 500 ათასი დოლარი ერგო, ხოლო ინდიანაპოლისელი კალათბურთელები 200 ათასს მიიღებენ.
ტურნირი ტარდებოდა სტანდარტული NBA-ის სეზონის პარალელურად: ფინალის გარდა ტურნირის ყველა მატჩი ასევე ითვლება რეგულარული პირველობის თამაშად.