მიქაუტაძე „ღრმა“ თადარიგში დასვეს

0
34

გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის „აიაქსში“ ღრმა თადარიგში დასვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს განვლილ პერიოდში რამდენიმე წუთით მაინც თუ ათამაშებდნენ, 25 ნოემბრის შემდეგ არც ნიდერლადნების ერედივიზიონში და არც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოედანზე არ შეუყვანიათ.
მე-15 ტურში „აიაქსმა“ როდერტდამის „სპარტას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მიქაუტაძე თადარიგში იყო, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან სხიპმა მოედანზე არ შეიყვანა.
„აიაქსიდან“ მე-8 წუთზე ანგარიში ბრობიმ გახსნა, ხოლო 42-ე წუთზე ბერგვაინმა პენალტიდან მეტოქის კარი მეორედ აიღო. სტუმრებიდან 56-ე წუთზე თავი ნაიგლმა გამოიჩინა.
მიქაუტაძემ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „აიაქსი“ უნდა დატოვოს და მისთვის საუკეთესო ვარიანტი საფრანგეთის „მეცში“ დაბრუნებაა, რომ მარტში ევრო 2024-ზე მოსახვედრი პლეი-ოფებისთვის ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში იყოს.
საშინელი სტარტის შემდეგ, „აიაქსმა“ სატურნირო მდგომარეობა გამოასწორა და 24 ქულით 18 გუნდში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი