ქვილითაიას გუნდი ლიდერობას ინარჩუნებს

0
19

აპოელმა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია და მცველი ლაშა დვალი გამოდიან, კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. მე-14 ტურში ნიქოზიელებმა “ზაკაკიუს” უმასპინძლეს და 3:1 გაიმარჯვეს. ქვილითაიამ აპოელს მე-80 წუთამდე უკაპიტნა და შეცვალეს, ხოლო დვალი ტრავმის გამო ისევ არ თამაშობს. ნიქოეზიელებიდან 38-ე წუთზე ანგარიში ვილიაფანესმა გახნსა, ხოლო სტუმრებიდან თავი 44-ე უთზე ანტონიუმ გა9ოიჩინა. 67-ე წუთზე მასპინძლები მარკინიოსმა დააწინაურა, მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე კი საბოლოო წერტილი დალციომ დასვა.
აპოელი 32 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და ლიდერ “არისს” 3 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი