
გიორგი ჩაკვეტაძემ საზარდულის ტრავმა მოირჩინა და „უოტფორდში“ ითამაშა. ინგლისის ჩემპიონშიფის მე-20 ტურში „უოტფორდმა“ „საუთჰემპტონი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო. 56-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიში ადამსმა გახსნა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ჰეილიმ გაიტანა. „უოტფორდი“ 28 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ლუკა ლოჩოსვილი „კრემონეზეში“ ისევ არ ათამაშეს. იტალიის სერია B-ს მე-16 ტურში კრემონელებმა შინ ერთ-ერთი ლიდერი „ვენეცია“ 1:0 დაამარცხეს, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი ისევ სათადარიგოთა სკამზე დარჩა. მას 8 ოქტომბრის შემდეგ „კრემონეზეში“ არ უთამაშა, მანამდე 7 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. კრემონელები 29 ქულით 20 გუნდში მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან.
„სპეციამ“ გასვლაზე „ასკოლის“ 2:1 აჯობა. საქართველოს ეროვნული გუნდის უკანახაზელი ივა გელაშვილი გამარჯვებულთა თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „სპეცია“ 13 ქულით მეთვრამეტეა.
ლაშა თაბაგარი




