ქოჩორაშვილის გაცუდებული პენალტი

0
89

„ლევანტემ“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-18 ტურში მე-3 ადგილზე მყოფი „ვალიადოლიდი“ მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 83-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 2:1 იგებდა, პენალტი ვერ გამოიყენა – მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. მან ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „ლევანტეს“ 27 ქულა აქვს და 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-17 ტურში პოზნანის „ლეხმა“ გასვლაზე კიელცეს „კორონას“ 1:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვევესკირი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. „ლეხი“ 32 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი