საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში “ობრადოიროს” უმასპინძლა და 87:92 დამარცხდა. კუნძულელებმა პირველი ტაიმი 11 ქულით მოუგეს, მაგრამ მესამე და მეოთხე პერიოდები 8-8 ქულით დათმეს და საბოლოოდ დამარცხდნენ.
შერმადინმა 20 წუთი ითამაშა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ქართველმა მეფარემ 11 ქულას მოხსნა მიუმატა. გიორგიმ ოთხიდან ორი ორქულიანი ჩააგდო და 7-დან 7 საჯარიმო ზუსტად გამოიყენა.
“ტენერიფეს” 12 მატჩში 6 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს. შერმადინის კლუბი ლიგა ენდესას მე-13 ტურში “ბასკონიას” ესტუმრება.




