ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტუმრად თურქეთის „გალათასარაის“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იგებდა, საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღო – 3:3.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ საწყის 20 მატჩში 33 გოლი გაუშვა. ინგლისური გუნდისთვის 1962-1963 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.
გარდა ამისა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის 5 ტურში თავის კარში 14 ბურთი მიიღო, რაც ინგლისური კლუბებისთვის ნახსენებ ტურნირში ყველაზე ცუდი შედეგია.
ლაშა თაბაგარი





