ზიეჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

0
27

ჰაკიმ ზიეჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მესამე ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც ერთ მატჩში ორი საჯარიმო დარტყმა გაიტანა. ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში „გალათასარაის“ თავის მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუზვდა – 3:3. „მანჩესტერი“ თამაშს ორჯერ იგებდა, მაგრამ ზიეჩმა ორივე შემთხვევაში ანგარიში საჯარიმო დარტყმიდან გაათანაბრა. ს
ზიეჩამდე ჩემპიონთა ლიგის ერთ შეხვედრაში ორი „ჯარიმა“ პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ და ბრაზილიელმა ნეიმარმა „შეაგდეს“. „რეალის“ შემადგენლობაში რონალდუმ 2009-2010 წლების სეზონში შვეიცარიის „ციურიხთან“ სტუმრად 5:2 მოგებულ შეხვედრაში ორი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა,
ნეიმარმა პსჟ-ს რიგებში 2018-2019 წლების სეზონში პარიზში სერბულ „ცრვენა ზვეზდასთან“ (6:1) შეხვედრაში „ჯარიმიდან“ მეტოქის კარი ორჯერ აიღო,
ლაშა თაბაგარი