მანუელ ნოიერმა მიუნხენის „ბაიერნთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანიის ეროვნული ნაკრების 37 წლის მეკარემ ხელეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პერიოდის გაცდენის შემდეგა, ნოიერი გუნდს მიმდინარე სეზონში დაუბრუნდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 6 მატჩში 5 გოლი გაუშვა და 3-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.
ნოიერმა „ბაიერნთან“ ერთად გერმანიის ბუნდესლიგა 11-ჯერ მოიგო, 5-ჯერ გერმანიის თასს დაეუფლა, ხოლო 7-ჯერ – სუპერთასს. გარდა ამისა, მან ორჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა.
ლაშა თაბაგარი





