შვეიცარიის ქალაქ ჟენევის გარეუბან მიესში გაიმართა წილისყრა, რომელმაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე 24 ქვეყნის ნაკრები 4 ქვეყანაში გადაანაწილა. საქართველოს ნაკრები ლატვიის დედაქალაქ რიგაში, A ჯგუფში ითამაშებს მასპინძელ ლატვიასა და აზიის წარმომადგენელ, ბოლო მსოფლიო პირველობის მასპინძელ ფილიპინებთან ერთად. რიგაშივე იასპარეზებენ, B ჯგუფში ბრაზილია, ჩერნოგორია და კამერუნი.
A და B ჯგუფიდან ნახევარფინალში ორ-ორი გუნდი გავა, ნახევარფინალში გამარჯვებულები კი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ საკალათბურთო ტურნირზე გამოსვლის უფლებას გაითამაშებენ.
რიგაში ექვსთა შეჯიბრება 2024 წლის 2-7 ივლისს ჩატარდება.
2 ივლისი: ლატვია – საქართველო, ბრაზილია – ჩერნოგორია
3 ივლისი: ლატვია – ფილიპინები, ჩერნოგორია – კამერუნი
4 ივლისი: ფილიპინები – საქართველო, კამერუნი – ბრაზილია
ნახევარფინალები 6 ივლისს ჩატარდება, ფინალი კი 7 ივლისსაა დაგეგმილი.




