სერხიო რამოსმა ესპანეთის ლა ლიგაში კარიერის განმავლობაში კიდევ ერთი წითელი ბარათი მიიღო. მე-14 ტურში „რეალ სოსიედაადმა“ „სევილიას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. სტუმართა რიგებში რამოსმა პირველი ყვითელი ბარათი 82-ე წუთზე მიიღო, ხოლო ექვს წუთში მეორედ გააფრთხილეს და მოედანი ნაადრევად დატოვა. ის ოცდამეერთედ გააძევეს და ამ მხრივ ლა ლიგაში აბსოლუტური ლიდერია.
37 წლის რამოსი „სევილიას“ და „რეალის“ შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატში 2004-2021 წლებში თამაშოვდა. ამის შემდეგ ორი სეზონი პსჟ-შ გაატარა და ზაფხულში „სევილიაში“ დაბრუნდა. მან მიმდინარე სეზონში სევილიელთა შემადგენლობაში ლა ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში ერთი საგიოლე გადაცემა გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





