ალთუნაშვილის გუნდის წარმატებული სერია

0
18

„ვოლფსბერგერმა“, რომელშიც სანდრო ალთუნაშვილი გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. მე-15 ტურში „ვოლფსბერგერმა“ ვენის „აუსტრია“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით სძლია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 50-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მან გასულ ზაფხულში ავსტრიულ გუნდში გადასვლის შემდეგ სასტარტოში მე-12 მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია მასპინძლებიდაან ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე კენედიმ გაიტანა. „ვოლფსბერგერი“ 23 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში „ფროზინონემ“ თავის მოედანზე „ჯენოას“ 2:1 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე სათადარიგო იყო და არ უთამაშია. „ფროზინონე“ 18 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი