ბელინგემმა „რეალში“ დი სტეფანოს და რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა

0
33

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურში „კადისთან“ (3:0) მოგებულ მატჩში გოლი მიითვალა და კლუბის ისტორიაში შევიდა.
ინგლისის ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი „რეალის“ ისტორიაში პირველია, ვინც საწყის 15 მატჩში 14 ბურთი გაიტანა. მან „რეალის“ ლეგენდარულ ფორვარდების ალფრედო დი სტეფანოს და კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა – 13-13 გოლი.
ბელინგემმა, რომელიც „რეალს“ ამა წლის ზაფხულში შეუერთდა ჩემპიონატში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში – 3-ჯერ.
ლაშა თაბაგარი