ვალტერ მაცარი: „ეს მაცარის ახალი ვერსიაა“

0
73

„ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვალტერ მაცარის თქმით, წუწუნა ადამიანია, მაგრამ ახლა დასაჩივლი არაფერი აქვს.
„აღელვებული ვარ, რადგან ეს საუკეთესო გუნდია, რომელშიც ოდესმე მიმუშავია. ყურადღება უნდა მივაქციო იმას რასაც ვამბობ, რადგან ცნობილი ვარ როგორც წუწუნა. თუმცა, ახლა ვერაფერზე დავიჩივლებ. ეს მაცარის ახალი ვერსიაა.
გასულ სეზონში სპალეტიმ და კლუბის ხელმძღვანელებმა შექმნეს შედევრი, რომლისთვის თვალის დევნება ძალიან სასიამოვნო იყო. როდესაც ასეთ გუნდს უყურებ, გეიმედება, რომ ერთხელაც მისი მთავარი მწვრთნელი გახდები. მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს. რომელმაც დამირეკა. იმედია, „ნაპოლის“ სეზონის ბოლომდე გავწვრთნი“ – იუწყება მაცარის ნათქვამს Football Italia.
მაცარიმ მიმდინარე წლის 14 ნოემბერს რუდი გარსია შეცვალა. 62 წლის სპეციალისტი “ნაპოლიში” მანამდე ორჯერ მუშაობდა. ის 1998-1999 წლებში გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, ხოლო 2009 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის მაისამდე ნეაპოლელებს თავკაცობდა.
ის “ნაპოლის” გარდა, “პისტოეზიეს”, “ლივორნოს”, “რეჯინას”, “სამპდორიას”, “ინტერს”, “უოტფორდს”, “ტორინოს” და “კალიარის” ხელმძღვანელობდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში 15 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანის გარდა, 5 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი