„ვალენსიამ“ ეპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო. სანაკრებო შეხვედრებით გამოვეულ პაუზამდე რუბენ ბარახა გუნდი სტუმრად მადრიდის „რეალთან“ 1:5 განადგურდა და მე-14 ტურში შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ „სელტასთან“ ფავორიტად მიიჩნეოდა. თუმცა, დაპირისპირება ძალიან უსახური აღმოჩნდა, რასაც თუნდაც ის ფაქტი მოწმობს, რომ კარის ჩარჩოში ბურთი მხოლოდ ერთხელ მოხვდა- 82-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა სტუმართა ფორვარდის იაგო ასპასის სახიფათო დარტყმა მოიგერია. თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე შედეგი სრულიად ლოგიკურია. მამარდააშვილა იმ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით დიდი ჯაფა არ დადგომია.
„ვალენსია“ 18 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-17 ტურში “უოტფორდი”, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის სტუმრად გათამაშების ლიდერ “ლესტერთან” 0:2 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, რომელიც კარგ სათამაშო ფორმაშია სასტარტოში ისევ არ იყო და თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო. “უოტფორდი” 21 ქულით 24 გუნდში მე-14 ადგილზეა.
იტალიის სერია B–ს მე-13 ტურშ “კრემონეზემ” თავის მოედანზე “ლეჩეს” 1:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული გუნდის ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი მასპინძლების განაცხადში იყო, მაგრამ არ ათამაშეს. კრემონელები 25 ქულით 20 გუნდში მე-3 პოზიციაზე არიან.
პოლონეთის ექსსტრაკლასას მე-16 ტურში “კრაკოვია” “რაკუვს” ეწვია და ქულა აიღო – 1:1. საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე კრაკოველთა სასტარტოში იყო და 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 83-ეზე შეცვალეს. “კრაკოვია” 16 ქულით 18 გუნდში მე-15 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





