„პერსეპოლისმა“, სადაც გიორგი გველესიაანი გამოდის აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ქულა სტუმრად ტაჯიკეთის „ისტიკლოლთან“ აიღო. დუშანბეში გამართულ შეხვედრაში ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ირანულ გუნდში შეუცვლელად ითამაშა და მე-8 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „პერსეპოლისი“ 29-ე წუთზე ტორაბიმ დააწინაურა, ხოლო „ისტიკლოლიდან“ თავი სებაიმ გამოიჩინა.
„პერსეპოლისს“ 7 ქულა აქვს და E ჯგუფში მეორე ადგილზეა, ხოლო ლიდერი 12 ქულით კრიშტიანუ რონალდუს „ალ ნასრია“.
ლაშა თაბაგარი




