ყაზაიშვილმა საგოლე გადაცემა მიითვალა – “ულსანმა” ჩემპიონთა ლიგაში წააგო

0
22

“ულსანი”, რომელშიც ვაკო ყაზაიშვილი გამოდის ზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში მალაიზიის “ჯოჰორთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 69-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, საგოლე პასი ესაკას გაუკეთა. მასპინძლებიდან გადამწყვეტი გოლი 87-ე წუთზე რაშიდმა გაიტანა.
გასულ კვირაში, ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო. მან 34 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. აზიის ჩემპიონთა ლიგაში 30 წლის ქართველმა 3-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი არ აუღია.
“ულსანმა” ჩემპიონთა ლიგაში მეორე თამაში წააგო და 6 ქულით I ჯგუფში მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი