საქართველოს ეროვნული ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ ყოფილ მცველ ლაშა სალუქვაძეს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდეს.
„ის ფაქტი, რომ კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში მე-17 ადგილი დაიკავა, ქართული ფეხბურთისთვის დიდი მოვლენაა. ვფიქრობ, ხვიჩას წარმატება რუს ფეხბურთის მოყვარულებსაც გაეხარდათ.
მიხარია, რომ ასეთი ფეხბურთელი გვყავს, „კვარას“ ჯერ ყველაფერი წინ აქვს. მისი კარიერა ევროპაში ახლა იწყება. ხვიჩას შეუძლია ყველაზე დიადი ქართველი ფეხბურთელი გახდეს და კახა კალაძეს გაასწროს“ – იუწყება Metaratings.ru სალუქვაძის ნათქვამს.
ლაშა თაბაგარი





