„სამგურალმა“ თასიდან „დინამო“ გააგდო

0
17

წყალტუბოს „სამგურალმა“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4-ფინალში ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე თბილისის „დინამო“ დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
შეხვედრის საწყის წუთებში მეტოქეებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს – ჯერ „სამგურალის“ ჩაწოდებულუ კუთხურის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ბურთი შეტევაში ჩარრლ ომარ პატარკაციშვილს მიუვიდა, რომლის დარტყმული გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ მასპინძლების კარს გიორგი ხარაიშვოლი დაემუქრა და ლევან შოვნაძემ საიმედოდ ითამაშა.
მე-40 წუთზე ბექა დარცმელიამ დაახლოებით 26-27 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა უზადოდ შეასრულა და გიორგი ლორიას ძალიან ეფექტური ბურთი გაუტანა.
50-ე წუთზე დავით სხირტლაძე წყალტუბოელთა საჯარიმოში ბურთიანად მარცხნიდან შევიდა და მას მერე რაც პატარკაციშვილს გაცდა, პასი ლაშა ოდიშარიას გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
71-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ოდიშარიამ „სამგურალისს“ საჯარიმოში ხარაიშვილი მოძებნა, რომელმაც თედო კიკაბიძესთან ორთაბრძოლაში თავით გაიტანა, მთავარმა მსაჯმა ბაკურ ნინუამ ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენტთან გადაამოწმა და გოლი გააუქმა, რადგან ხარაიშვილზე წესის დარღვევა დააფიქსირა. კიკაბიძეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა და თავი შეუხვიეს.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და გამარჯვებული ვერც დამატებითმა 30 წუთმა გამოავლინა. შესაბამისად, პენალტების სერია დაინიშნა. სხვათა შორის, მეორე დამატებითი ტაიმის მიწურლს „სამგურალის“ უკრაინელმა მწვრთნელმა ოლეკსანდრ პოკლონსკიმ შოვნაძე ყალიჩავათი შეცვალა იმ იმედით, რომ ის პენალტებს უფრო კარგად მოიგერიებდა.
საბოლოოდ, „სამგურალმა“ თერთმეტმეტრიანები უკეთესად შეასრულა და 5:4 გაიმარჯვა. თავისი შანსი დარციმელიამ. ბალანიუკმა, პატარკაციშვილმა, სარბელ გომესმა დ ვერულიძემ გამოიყენეს.
ესპანელი ანდრეს კარასკოს გაწვრთნილი „დინამოდან“ მეტოქის კარი მექვაბიშვილმა, კობოურმა და კამარამ აიღეს, ხოლო პირველი პენალტის შემსრულებელი ხარაიშვილის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ყოველი პენალტის დარტყმამდე ლორია თერთმეტმეტრიანის ნიშნულს უახლოვდებოდა და მეტოქეს რაღაცას ეუბნებოდა, მაგრამ ამან არ უშველა,
„სამგურალი“ 1/2-ფინალში 8 ნოემბერსს თბილისის „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი