„უდინეზეს“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ანდრეა სოტილი დაითხოვეს, რის შესახებ ნახსენები კლუბის პრესსამსახური იუწყება.
სოტილთან ერთად მისი თანაშემწეები ჯანლუკა კრისტალდი, სალვატორე ჯენტილე, იაკოპო ალბერტი და ეუხენიო ვასალე დაითხოვეს.
49 წლის იტალიელი სპეციალისტი „უდინეზეს“ 2022 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე სეზონში გუნდმა 9 ტურში 6 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
„უდინეზემდე“ სოტილი „ლივორნოს“, „კატანიას“, „პესკარას“ და „ასკოლის“ ავარჯიშებდა.





