ყაზაიშვილი მიქელთაძის გუნდთან დამარცხდა

0
38

„ულსანი“, რომელშიც ვაკო ყაზაივილი გამოდის სამხრეთ კორეის ჩემპიონატში „გვანჯოუსთან“ დამარცხდა, სადაც ბექა მიქელთაძე ირიცხება.
34-ე ტურში მოქმედი ჩემპიონი მიქელთაძის გუნდ ესტუმრა და 0:1 წააგო. ქართველი ფორვარდი მასპინძლების განაცხადში არ იყო, ხოლო ყაზაიშვილი თამაშში 25-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად ჩაერთო. „გვანჯოუმ“ ერთადერთი გოლი 88-ე წუთზე გაიტანა.
ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში 33-ჯერ ითამაშა და 11 გოლი გაიტანა, რაც „ულსანში“ გადასვლი მერე მისი საუკეთესო შედეგია.
მარცხის მიუხედავად „ულსანი“ ზედა ექვსეულში 67 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „გვანჯოუ“ 57 ქულით – მესამეა.
ლაშა თაბაგარი