ვაჩიბერაძემ სეზონში თავი პირველად გამოიჩინა

0
17

ბექა ვაჩიბერაძემ მიმდინარე სეზონში უკრაინის პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მე-11 ტურში ხარკოვის „მეტალისტ 1925“-მა ლიდერ კრივოი როგის „კრივბასს“ უმასპინძლა 1:3 წააგო. ქართველმა ნახევარმცველმა ხარკოველთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა და 39-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:2 აგებდა მეტოქის კარი აიღო – „კრივბასის“ მცველისა და მეკარის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა, რის შემდეგ ბურთი ცარიელ კარში გაიტანა. ის მეორე სეზონია ხარკოველთა რიგებში გამოდის და 9 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.
„მეტალისტი 1925“ 11 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი