„ალ ახდუდი“, რომელშიც საბა კვერკველია გამოდის საუდის არაბეთის ჩემპიონატში ძალიან არასტაბილურად ასპარეზობს. სამაგიეროდ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მცველი თამაშობს სტაბილურად სასტარტო შემადგენლობაში. მე-10 ტურში „ალ ახდუდი“ შინ „ალ ფაიჰას“ დაუპირისპირდა და 1:2 წააგო. განვლილი შეხვედრების მსგავსად კვერკველიამ მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო.
სტუმრები 29-ე წუთზე ონეუკურუმ დააწინაურა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე საპასუხო ბურთი გოდვინმა გაიტანა. 66-ე წუთზე „ალ ფატეჰიდან“ თავი საკალამ გამოიჩინა და ეს გოლი საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.
„ალ ახდუდს“ ზედიზედ ორი თამაშის წაგების შემდეგ 7 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





