„მანჩესტერი“ ზამთარში დიმარკოს შეძენას გეგმავს

0
25

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მილანის „ინტერიდან“ ნახევარმცველ ფედერიკო დიმარკოს შეძენას გეგმავს.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, მილანელებს იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გაყიდვის დიდი სურვილი ა აქვთ და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებენ, რომლის თანახმად დი მარკო წელიწადში 3-დან 5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს.
თუ „ინტერის“ ხელმძღვანელების 25 წლის დიმარკოს გაყიდვას დათანხმდებიან, მაშინ მის სანაცვლოდ 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს მოითხოვენ.
დიმარკო „ინტერში“ 2019 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირში ჩატარებულ 107 მატჩში 9 გოლი გაიტანა, მან იტალიისს ეროვნულ გუნდში 14-ჯერ ითამაშა და 2 გოლი მიითვალა.