ნოიერი ბრუნდება

0
68

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერმა შესაძლოა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი შაბათს „მაინცთან“ ჩაატაროს, იუწყება ჟურნალისტი გეორგ ჰოლცერი.
მიუნხენური კლუბის ექიმებმა 37 წლის ფეხბურთელს სრულფასოვნად ვარჯიშის და თამაშის უფლბა დართეს. ამჟამად, უკვე გუნდი მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის გადასაწყვეტია თუ როდის მისცემს ნოიერს თამაშის საშუალებას.
გერმანელმა მეკარემ შარშან ზამთარში თხილამურებით სრიალის დროს ფეხი მოიტეხა.
ნოიერი „ბაიერნში“ 2011 წელს გელზენკირხენის „შალკედან“ გადავიდა და 488 მატჩი ჩაატარა. ის გერმანიის ნაკრებში 2009 წლიდან გამოდის და 117-ჯერ ითამაშა. აქვე გეტყვით, მას ბუნდესნაკრების კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს.